- პროექტის სახელწოდება: ზაფხული–საუცხოო დრო ექსკურსიებისთვის
- პროექტის მთავარი იდეა (თემა): საქართველოს ღირშესანიშნეობების უკეთ გაცნობა და შესწავლა სხვადასხვა კუთხით.
- პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები დასვენებასთან ერთად შეისწავლიან არჩეულ ისტორიულ ადგილს სხვადასხვა კუთხით. გაეცნობიან მის ისტორიულ მნიშვნელოას და ადგილმდებარეობას,გაეცნობიან ამ ისტორიული ადგილში გამოყენებულ ხელოვნების ნიმუშებს და დაადგენენ რა მათემატიკური ხერხებია გამოყენებული.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიება,მოძიებული მასალის დამუშავება, წარმოდგენა სხვადასხვა ხერხით და ამ მასალის პრეზენტაცია. ხდება მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება.
- მონაწილეთა ასაკი: VII კლასი.
- ვადები, ხანგრძლივობა: 2 კვირა.
- მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ინტერვიუ მოძღვართან, გაზეთი, მაკეტი, საპრეზენთაციო თემები.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, რვეული, კალამი, ფორმატები, მარკერები.
- პროექტის მსვლელობა: კლასი დავყავი ჯგუფებად:
- გეოგრაფები.
- ისტორიკოსები.
- ხელოვნება.
- მათემატიკა.
თვითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება საგნების მიხედვით მოიძიოს მასალა ამ ადგილის შესახებ, რომელსაც შეავსებს ექსკურსიის შემდეგ. შემდეგ ახდენს ამ მასალის დამუშავებას და თვალსაჩინოებების დამზადებას. დამუშავებული მასალა წარდგენილი იქნება პრეზენტაციაზე.
- საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია,ხელოვნება.
- პროექტის ხელმძღვანელი: ნ. მურჯიკნელი.
- ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: natiamurjikneli53@gmeil.com
- პროექტის ვებ–გვერდი:
Комментариев нет:
Отправить комментарий